ჩემს ბლოგზე მსურს განვათავსო მამაჩემის ნახატები. ის თვითნასწავლი მხატვარია და ვთვლი, რომ ამ სფეროში კომპეტენტური პიროვნებისათვის ეს ნამუშევრები საკმაოდ საინტერესო და ძვირფასიც იქნება. იანვარში 2 წელი შესრულდა, რაც ხატვა დაიწყო და გულდასმით მოეკიდა საქმეს, ამ პერიოდში მან 40-მდე ნამუშევარი შექმნა. ძალიან სურს გამოფენის მოწყობა, თუმცა ამისათვის არც ისე მცირე თანხა სჭირდება. ამიტომ ვეცდები თავდაპირველად ამ ბლოგით დავეხმარო და გავავრცელო მისი ნამუშვრები. მე მჯერა რომ ვიღაც შეძლებს მისი შემოქმედების ადეკვატურ შეფასებას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.